დიდი 10ის მეორე ტურის გახსნითი შეხვედრა იუნკერების გარდაცვლილი მორაგბის ხსოვნას მიეძღვნება

დიდი 10ის მეორე ტურის გახსნითი შეხვედრა იუნკერების გარდაცვლილი მორაგბის ხსოვნას მიეძღვნება

დიდი 10-ის მეორე ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს "ხვამლი არენაზე" კიკეთის "იუნკერები" და ქუთაისის "აია" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის მორაგბის, ბართლომე კალაძის ხსოვნას მიეძღვნება, რომელიც ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

კალაძე ძალიან ნიჭიერი მორაგბე იყო: 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ითამაშა 7-კაცას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და დიდი წვლილი შეიტანა "იუნკერების" საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატში პირველობაში. ის 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატად ითვლებოდა, სექტემბერში სასელექციო შეკრებაზეც მიიწვიეს და სწორედ "აიასთან" მატჩში მისი დიდ 10-ში დებიუტი იგეგმებოდა. ის წინასწარ მომზადებულ განაცხადში თადარიგში იმყოფებოდა. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქუთაისურ კლუბთან შეხვედრაში შემადგენლობა არ შეიცვლება და 22 ნომრით განაცხადში ბართლომე კალაძე დარჩება...

ახალგაზრდა მორაგბეს 21 სექტემბერს დაკრძალავენ.

MyRugby.Ge მწუხარებას გამოთქვამს ბართლომე კალაძის გარდაცვალების გამო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)