საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ფიჯისთან ფრით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ფიჯისთან ფრით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ფიჯისთან ფრით დაასრულა.

ესპანეთში, არანხუესში გამართულ დაპირისპირებაში, პირველ ტაიმში უკეთესი საქართველოს ნაკრები იყო, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა ფიჯიმ მოიპოვა. 

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 9:5 მოიგეს. თედო აბჟანდაძემ სამი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ფიჯელთაგან ლელო ამინიასი ტუიმაბამ დადო, რომელიც ფიჯელთა შესანიშნავ კონტრშეტევას მოჰყვა. მეორე ნახევარში აბჟანდაძემ კიდევ ორი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, ხოლო ფიჯელთაგან ლელოთი ვილიამე მატა გამოირჩა, გარდასახვა და ჯარიმა კი ბენ ვოლავოლამ გაიტანა.

ბოლო 10 წუთი ფიჯელებმა შეტევაში გაატარეს და გამარჯვების მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა თავი კარგად დაიცვეს და მატჩი ფრედ 15:15 დასრულდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)