უელსი - ფიჯი 38:23 (VIDEO)

უელსი - ფიჯი 38:23 (VIDEO)

უელსის ნაკრებმა "ფრინსიფალითი სთედიუმზე" ფიჯი მიიღო და მძიმე ბრძოლაში 38:23 დაამარცხა.

ფიჯელებს 24-ე წუთზე ერონი საუ წითელი ბარათით გაუძევეს, ხოლო 37-ე წუთზე ალბერტ ტუისუე და 61-ე წუთზე ერონი მავი გაასინბინეს. შესაბამისად, სტუმრებმა 20 წუთი 13 კაცით ითამაშეს, ხოლო 35 წუთი 14 იყვნენ, რამაც რა თქმა უნდა მატჩის საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა მოახდინა. 

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ფიჯელებმა ერთი საათი ბრწყინვალედ ჩაატარეს და მე-60 წუთისთვის ცხრა ქულით, 14:23 იგებდნენ, მაგრამ მავის გასინბინების შემდეგ, უელსმა რიცხობრივი უპირატესობა და მოწინააღმდეგის დაღლა გამოიყენა, დარჩენილ დროში ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა და რთული გამარჯვება იზეიმა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)