სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა და წლების განმავლობაში საფრანგეთის სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა, ბორჯღალოსნებს კარგი თამაშისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს კი ამბიციური გეგმებისთვის, მადლობა გადაუხადა.
ბორდოში, ‘ლე ბლესა’ და ბორჯღალოსნების თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე ლაპორტმა განაცხადა:
„დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება – ბრავო!!! ასევე მადლობა პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ამბიციური გეგმების წარმოდგენისთვის – რაგბის მასობრიობის გაზრდით და ბავშვთა რაგბის განვითარებიდან დაწყებული, სანაკრებო დონით დასრულებული. მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია“.
იოსებ ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და ლაპორტი საქართველოში მოიწვია:
„მადლობა საფრანგეთს მასპინძლობისა და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ჩვენ სწორედ ასეთი თამაშები გვჭირდება სწრაფი განვითარებისთვის. ასევე დიდი მადლობა ბატონ ლაპორტს თბილი და საქმიანი მიღებისთვის. ჩვენ წინ ვიყურებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან მრავალწლიანი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. სწორედ ამიტომ, მსურს ბატონი ლაპორტი საქართველოში მოვიწვიო. გელოდებით საქართველოში!!!“.
პასუხმაც არ დააყოვნა – „საქართველოში მიპატიჟება მიღებულია და უმოკლეს ვადებში აუცილებლად გეწვევით“ – თქვა ლაპორტმა.
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.