სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირლანდიის ნაკრები შაბათს "ავივა სთედიუმზე" ახალ ზელანდიას დაუხვდა და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა.
"სამყურებმა" უძლიერესი მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და ცხრაქულიანი სხვაობით სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს. პირველი ნახევარი 5:10 დასრულდა. ჯეიმს ლოუს ლელოს, სტუმრებმა კოდი ტეილორის ლელოთი უპასუხეს, რომელიც ჯორდი ბარეტმა გარდასახა და მანვე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა.
მეორე ნახევარში კი ირლანდიის აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა. 43-ე წუთზე "ოლ ბლექსი" რონან კელეჰერმა დაალელოვა, ხოლო შვიდ წუთში კელან დორისმა გამოიჩინა თავი. სექსტონმა ერთი გარდასახვა გაიტანა, მალევე კი საჯარიმო შეასრულა ზუსტად და მასპინძლები 10 ქულით გავიდნენ წინ. საპასუხოდ, ვილ ჯორდანმა საპასუხო ლელო დადო, გარდასახვა და კიდევ ერთი ჯარიმა კი ჯორდი ბარეტმა შეასრულა ზუსტად. ეს კი თამაშის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა, რადგან დარჩენილ 15 წუთში შეცვლაზე შესულმა ჯო ქარბერიმ სამი ჯარიმა გაიტანა და მატჩი 29:20 დასრულდა.
ამრიგად, ირლანდიის ნაკრებმა ახალი ზელანდია არსებობის განმავლობაში მესამედ დაამარცხა. დანარჩენი 30 მატჩიდან კი "ოლ ბლექსს" 29 აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ირლანდიამ ბოლო ხუთი მატჩში ანუ 2016 წლიდან მოყოლებული, "შავებს" მესამედ მოუგო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.