სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრები შემოდგომის ტესტების ეგიდით ბორდოში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 15:41 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან მაისაშვილმა "ლე ბლესთან" მატჩი შეაფასა და შეეხო მსაჯობასაც. "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის აზრით, დეიმონ მერფიმ ქართველ მორაგბეებს ორივე შემთხვევაში ყვითელი ბარათი საკამათო ვითარებაში უჩვენა.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს მე-14 წუთზე თედო აბჟანდაძე, ხოლო 23-ე წუთზე ბექა საღინაძე გაუსინბინეს.
"რეალობა ისაა, რომ შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო და კმაყოფილი არ ვარ. თამაში ჩვენთვის ცუდი სცენარით დაიწყო. ერთ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი, მით უმეტეს ასეთი დონის მეტოქესთან, გუნდს ანგრევს. მსაჯების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა ორივე ყვითელი ჩემი აზრით საკამათო სიტუაციაში მოგვცა. ამან აგვრია, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით დაბრუნება და ვთვლი რომ ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.
მთელი რიგი ეპიზოდებით, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, კმაყოფილი ვარ. იყო მომენტები, როდესაც გეგმას მივყვებოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღესდღეისობით საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა.
ბიჭებს ვუთხარი, რომ ხელების ჩამოშვების საფუძველი არ ქონდათ და ბრძოლაში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც. სამწუხაროდ, ორი ისეთი ლელო გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. ფრანგები მოლში მოგვაწვნენ და ამ კომპონენტით ქულები აიღეს, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც მათი შეჩერება მოვახერხეთ. საფრანგეთი ძალიან გამოცდილი, მძიმე გუნდია და ლოგიკურიცაა მოლში მათი კარგი თამაში. ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ და ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ", - ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ესპანეთში ფიჯის წინააღმდეგ 20 ნოემბერს გამართავს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.