სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრები შემოდგომის ტესტების ეგიდით ბორდოში საფრანგეთს დაუპირისპირდა და 15:41 დამარცხდა.
აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი მსაჯობას შეეხო და აღნიშნა, რომ გარკვეულ მომენტებში შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დეიმონ მერფიმ "ბორჯღალოსნების" საზიანოდ შეცდომები დაუშვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს მე-14 წუთზე თედო აბჟანდაძე, ხოლო 23-ე წუთზე ბექა საღინაძე გაუსინბინეს.
"ასეთ მატჩებში მსაჯს ნამდვილად შეუძლია ცვლილებების მოხდენა, ცხადია. ყველამ იცის საფრანგეთის ნაკრების დონე, ისინი ჩვენზე ძლიერები არიან, ამიტომ მათ დახმარება აღარ სჭირდებოდათ. უყურეთ ამ მატჩს კიდევ ერთხელ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იპოვით ბევრ ისეთ მომენტს, რომლებშიც მან ფრანგები არ დააჯარიმა. თქვენ თუ თამაშს კიდევ უყურებთ და გაანალიზებთ მას, ამას დაინახავთ. ეს სამწუხარო და არასწორია ჩვენთვის.
ჩვენ გვქონდა შანსი, რომ საფრანგეთთან გვეთამაშა, რაც ხშირად არ ხდება. ჩვენ მოედანზე მაქსიმუმი გავიღეთ და იმედგაცრუებულები ვიყავით, როდესაც ვხედავდით, რომ ვიღაც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ეს უნდა მეთქვა. რა თქმა უნდა შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე უკეთესი მსაჯობა იქნება" - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ესპანეთში ფიჯის წინააღმდეგ 20 ნოემბერს გამართავს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.