სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, საფრანგეთთან მოახლოებული მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი.
„ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. მცირე ტრავმა აქვს მიხეილ ნარიაშვილს, რომელიც ფიჯისთან მატჩისთვის სავარაუდოდ მწყობრში იქნება. ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და ფორმაში შედის ლაშა ჯაიანი. სხვა მხრივ ყველანი ჯანმრთელად და კარგად მომზადებულები არიან. სასიხარულოა, რომ ტრავმიდან დაგვიბრუნდნენ ბექა გორგაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ცუცქირიძე. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მსვლელობისას დიდ ძალას შეგვმატებენ შეცვლაზე მყოფი მორაგბეები“, - ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს კვირას, ქალაქ ბორდოში შეერკინებიან. მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.