სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ საქართველოსთან კვირას გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
არგენტინასთან მოგებული მატჩის (29:20) შემდეგ "ლე ბლეს" რიგებში ხუთი ცვლილება მოხდა, თუმცა ფრანგები "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებენ - მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მოჰამედ აუასი უინი ანტონიომ შეცვალა, მეორე ხაზში პოლ უილემსე რომან ტაოფიფენუამ ჩაანაცვლა, ფრანსუა კროსის ნაცვლად კი გრეგორი ალდრიტი ითამაშებს. გარდა ამისა, მეორეხაზელმა ტიმო ფლამენმა მარქაფაში გადაინაცვლა, კამერონ ვოკი მესამედან მეორეში გაადგილდა, ხოლო სასტარტოში სეკო მაკალუ გამოჩნდა. უკანა ხაზში ერთადერთი ცვლილება მოხდა - ფრთაზე გაბინ ვილიერი მატის ლებერმა ჩანააცვლა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგებს თადარიგში ექვსი მორკინალი ჰყავთ. "ლე ბლეს" კვლავ ანტუან დუპონი უკაპიტნებს.
უკანა ხაზი
15. მელვინ ჟამინე, 14. დამიან პენო, 13. გაელ ფიკუ, 12. რომან ნტამაკი, 11. მატის ლებერი, 10. მატიო ჟალიბერი, 9. ანტუან დუპონი (კაპ.);
შერკინება
1. სირილ ბაილი, 2. ჟულიან მარშანი, 3. უინი ანტონიო, 4. კამერონ ვოკი, 5. რომან ტაოფიფენუა, 6. ანტონი ჟელონი, 7. სეკო მაკალუ, 8. გრეგორი ალდრიტი;
მარქაფა
16. პეატო მოვაკა, 17. ჟან-ბატისტ გროსი, 18. დემბა ბამბა, 19. ტიბო ფლამენი, 20. პოლ უილემსე, 21. ფრანსუა კროსი, 22. მაქსიმ ლუკუ, 23. ჯონათან დენთი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.