სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, საფრანგეთთან მოახლოებულ შეხვედრაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
საქართველო საფრანგეთს ბორდოში ესტუმრება და 14 ნოემბერს მსოფლიო თასს მიღმა პირველ შეხვედრას გამართავს. ის ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.
"არაერთი წელი მაქვს საფრანგეთში გატარებული და ბიჭების უმრავლესობა ახლაც საფრანგეთში თამაშობს. ეს შეხვედრა ყველა ჩვენთაგანისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. ფრანაგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია. საფრანგეთში წლების განმავლობაში თამაშობდნენ ქართველები, იქ ჩვენი თანამემამულეები ახლაც არიან და მათ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვეცდებით ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ და მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ.
ძნელია საფრანგეთს რამეში აჯობო, თუნდაც შერკინებაში. ის კარგად დაბალანსებული გუნდია, თუმცა ჩვენი მისია სწორედ ის იქნება, რომ მათ პრობლემა ყველა კომპონენტში შევუქმნათ.
შარიქაძე, 12 სხვა მოთამაშესთან ერთად, ბორჯღალოსნებში პირველადაა ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ მოთამაშის სტატუსით, რომელმაც რაგბი ევროპის სუპერ თასზე ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო:
„მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების წევრთა უმეტესობა ‘შავი ლომის’ ნაწილი არაა, ამ გუნდის არსებობა უკვე ნაკრებსაც დაეტყო. ვარჯიშები უწინდელზე უფრო დალაგებულად დაიწყო, ბევრი რამ წინ გვქონდა წაგდებული და მაქვს იმედი, რომ მომავალში ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება“
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.