როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
25 წლის ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და 14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.
ბექამ, რომლის ანგარიშზე 31 კეპი და 7 ლელოა, ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და ჯვარედინი მყესებიც ამ შეხვედრაში დაიზიანა. მას ოპერაცია შარშან, 9 დეკემბერს ჩაუტარდა და მოედანს უკვე ‘პოს’ მოთამაშის რანგში დაუბრუნდა, სადაც საქმეები კარგად აეწყო და უკვე 7 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
„საბედნიეროდ, მოსამზადებელი პერიოდიდან დაწყებული ყველაფერი ისე და იმაზე უკეთ განვითარდა, ვიდრე ველოდი და შედეგმაც არ დააყოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმის პიკში არ ვიყავი და თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, პირველივე ამხანაგური მატჩიდან შევძელი გუნდში ადგილის დამკვიდრება და მხრის ტრავმის მიღებამდე ყველა შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ამაში იმანაც შემიწყო ხელი, რომ გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა და უმოკლეს დროში შევძელი ინტეგრირება“ – ამბობს გორგაძე, რომელიც მომავალ თამაშებს საუკეთესო ფორმაში ხვდება:
„მხრის ტრავმა წარსულს ჩაბარდა და მას შემდეგ ტოპ 14-ში სამჯერ ვითამაშე. ახლა სრულად ვარ გადართული სანაკრებო მატჩებზე და მაქსიმუმს გავიღებ, რათა კარგი შეხვედრები ჩავატარო. ‘პოში’ საკმარისი სათამაშო დრო მქონდა და მიმაჩნია, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ. ბოლო კვირაში ნაკრების წევრებს ტოპ 14-ში არ გვითამაშია, უკვე შეკრებაზე ვიყავით და ამ მხრივაც დასვენებულები ვართ“.
გორგაძის აზრით მომავალ თამაშებს მთელი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება, რისი მიზეზიც ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნება, მიმდინარე სეზონში ლეგიონერებისთვის საკმარისი სათამაშო დრო და ოპტიმალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული შემადგენლოობაა:
„ვფიქრობ, მთელი გუნდი კარგ ფორმაშია. ‘შავი ლომის’ არსებობა გუნდს სასიკეთოდ უკვე დაეტყო. თბილისის ჯგუფში შემავალი მოთამაშეები გაცილებით შეთამაშებულები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ ხოლმე. მათ რამდენიმე თვე ქონდათ ერთად მოსამზადებლად, თამაშებიც ჩაატარეს და დარწმუნებული ვარ ეს შედეგზეც აისახება. ჩვენთვის, ლეგიონერებისთვისაც გაცილებით მარტივი იყო ადაპტაცია, რადგან თბილისის ჯგუფს უკვე გავლილი ქონდათ სათამაშო და აუტების სისტემა, რაც პროცესს ამარტივებს“.
„სამწუხაროდ, ბოლო მომენტში დაშავდა გელა აფრასიძე, თორემ ტრავმების მხრივაც ოპტიმალურ სიტუაციაში ვიყავით. ლეგიონერებს მიმდინარე სეზონში საკმარისი სათამაშო დრო გვაქვს და ეს ხარისხზეც აუცილებლად აისახება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვერგებით კლუბებს, რაც ნაკრების შემდგომი პროგრესისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ მაღალ დონეზე რეგულარულად თამაშით მოპოვებული გამოცდილება ნაკრების წინსვლას მოვახმაროთ“.
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.