სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბორჯღალოსანთა 9 ნომერს გელა აფრასიძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გუნდს ნოემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება.
23 წლის ‘მონპელიეს’ მორაგბემ მხარი ტოპ 14-ში, ‘ტულუზთან’ მატჩში სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით თვენახევარი იძულებით დაისვენა და მოედანს 30 ოქტომბერს დაუბრუნდა.
„ძალიან სამწუხარო დანაკლისია. როგორც სჩანს, მისი მხრის ტრავმის რეაბილიტაცია დასრულებული არ იყო და ვარჯიშზე აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში, მოედანზე დაცემისას საფრანგეთში მიღებული ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. გელა ძალიან კარგ ფორმაში იყო და ეს ჩვენთვის შეუფასებელი დანაკლისია. რა დრო დაჭირდება მის გამოჯანმრთელებას დეტალური გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა მინიმუმ სამი კვირა დასვენება მოუწევს და შესაბამისად, ნოემბერში ვერ დაგვეხმარება. მაგრამ რაგბი და ზოგადად სპორტი ტრავმების გარეშე არ არსებობს და ვერაფერს ვიზამთ. არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
აფრასიძის ნაცვლად გაფართოებულ რაზმს ‘შავი ლომიდან’ თენგიზ პერანიძე დაემატა. მაისაშვილი არჩევანთან დაკავშირებით ამბობს:
„პერანიძეზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ‘შავი ლომი’ ყველაზე ახლოსაა ჩვენს სათამაშო სისტემასთან. გარდა ამისა მიგვაჩნია, რომ დღესდღეისობით ის სხვა კანდიდატებზე უკეთეს ფორმაშია“.
ბორჯღალოსნები საფრანგეთში ხვალ მიემგზავრებიან და მომავალი შეხვედრისთვის ბორდოში მოემზადებიან. თამაში 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო 20-ში ფიჯის ესპანეთში ვერკინებით.
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.