დიდი 10: ბათუმმა პირველი მარცხი განიცადა, თუმცა კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს

დიდი 10: ბათუმმა პირველი მარცხი განიცადა, თუმცა კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს

© სარაგბო კლუბ "ბათუმის" ფეისბუქ გვერდი

დიდი 10-ის მეექვსე ტურში გათამაშების გამოკვეთილმა ლიდერმა "ბათუმმა" პირველი მარცხი განიცადა.

აჭარლები საკუთარ მოედანზე "ყოჩებს" დაუხვდნენ და 20:26 დამარცხდნენ. ტაიმი ფრედ 13:13 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა "ყოჩებმა" მოიპოვეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. 

მატჩის პირველი ლელო ბექა მამრიკიშვილმა გაიტანა, რომელსაც სტუმართაგან გიორგი მჭედლიშვილმა უპასუხა ანალოგიურად. თითო გარდასახვა და ორ-ორი ჯარიმა მამუკა ნინიძემ და ლაშა მალაღურაძემ შეასრულეს ზუსტად. 

51-ე წუთზე "ყოჩები" ნიკა ბიწაძემ დააწინაურა ლელოთი, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა და ამ უკანასკნელმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. "ბათუმმა" კი ერთი ლელოს გატანა 78-ე წუთზე მოახერხა, რომელიც ანზორ სიჭინავას ანგარიშზეა, გარდასახვა კი კვლავ ნინიძემ გაიტანა. მასპინძლებმა ამ ლელოთი ნუგეშის ქულა მოიპოვეს. მარცხის მიუხედავად, "ბათუმი" 24 ქულით ლიდერია და "ხარებს" ხუთი ქულით უსწრებს, ხოლო "ყოჩები" 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

გათამაშების დებიუტანტი "ყაზბეგი" ავჭალაში "აკადემიას" დაუხვდა და კვლავ დამარცხდა. ელოშვილის და დვალიშვილის ლელოებს, "მხატვრებმა" ხუთი ლელოთი უპასუხეს და ბონუს ქულაც აიღეს. ლელოები ჭუაძის, ზოიძის, გოგლიძის, შუბითიძის და საბა ილურიძის ანგარიშზეა - 17:36. 

"ლელო სარასენსი" კი უხვქულიან მატჩში შინ "ხარებთან" 25:33 დამარცხდა. გუნდებმა სამ-სამი ჯარიმა გაიტანეს, თუმცა მასპინძლებმა ერთი გარდასახვა გააცუდეს და ასევე, რუსთაველებმა ორი ჯარიმით მეტი გაიტანეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)