სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შოტლანდიის ნაკრები "მარიფილდზე" ავსტრალიას დაუხვდა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 15:13 აჯობა.
შოტლანდიელები 21-ე წუთზე ჰემიშ უოტსონის ლელოთი დაწინაურდნენ, რომელიც ფინ რასელმა გარდასახა, ხოლო მე-40 წუთზე ჯეიმს ო'კონორმა ჯარიმით სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა და ტაიმი 7:3 დასრულდა.
მეორე ნახევარი ავსტრალიელთათვის კარგად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ალან ალაალატოას გასინბინების გამო მინდორზე 14 კაცით იყვნენ, 43-ე წუთზე რობ ლეოტას ლელოთი დაწინაურება მაინც მოახერხეს, რომელიც ო'კონორმა გარდასახა და სტუმრები სამი ქულით დაწინაურდნენ. 15 წუთში შოტლანდია ევან ეშმანის გატანილი ლელოთი ისევ დაწინაურდა, ხოლო დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს და შესაბამისად, გამარჯვება "ნარშავებს" დარჩათ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში შოტლანდია ავსტრალიისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირება შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო იქამდე გამართულ კიდევ ორ მატჩში ავსტრალიამ მხოლოდ მინიმალური სხვაობით იმარჯვა და 2015 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ეს მსაჯის უხეში შეცდომის წყალობით მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.