მთვრალი უელსელი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და უელსს სალელოვე შეტევა ჩაუშალა (VIDEO)

მთვრალი უელსელი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და უელსს სალელოვე შეტევა ჩაუშალა (VIDEO)

უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 18:23 დამარცხდა.

მატჩის 63-ე წუთზე უელსელებს ლელოს გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოედანზე მოულოდნელად მთვრალი უელსელი გულშემატკივარი გამოჩნდა, რომელიც მინდორზე ზუსტად იმ ფრთაზე შეიჭრა, საიდანაც უელსელები მწვავე იერიშს ავითარებდნენ, თუმცა უნებურად ქომაგმა საკუთარ გუნდს ხელი შეუშალა, მოედანზე შეჭრისთანავე წაიქცა და სამხრეთ აფრიკა ხიფათისგან იხსნა.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრის ქმედებით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ სხვა ქომაგები და როდესაც მთვრალი ქომაგი სტადიონის დაცვის თანამშრომლებს გაჰყავდათ, რამდენიმე ქომაგმა მას ლუდი შეასხა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)