უელსი - სამხრეთ აფრიკა 18:23 (VIDEO)

უელსი - სამხრეთ აფრიკა 18:23 (VIDEO)

უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 18:23 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ლელო არ გასულა, მასპინძლებმა ერთი ჯარიმით მეტი გაიტანეს და 12:9 იმარჯვეს. მეორე ნახევარშიც გუნდებმა თავდაპირველად ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, უელსელები სამქულიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა 73-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი ლელო მალკოლმ მარქსმა გაიტანა, ხოლო გაწითლებულ დროში ელტონ იანტისმა ჯარიმა გაიტანა და "სპრინგბოკსმა" ხუთქულიანი სხვაობით იმარჯვა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)