ამაშუკელმა რთული გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ირლანდიამ იაპონია გაანადგურა (VIDEO)

ამაშუკელმა რთული გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ირლანდიამ იაპონია გაანადგურა (VIDEO)

ირლანდიის ნაკრები "ავივა სთედიუმზე" იაპონიას დაუხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად, ძალიან იოლად, დიდი ანგარიშით 60:5 აჯობა.

"სამყურებმა" პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მოწინააღმდეგეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს. მასპინძლებმა მოწინააღმდეგე ცხრაჯერ დაალელოვეს, თავად კი მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო მეასე კეპი მოიხვეჭა და ცენტურიონი გახდა ჯონათან სექსტონი, რომელმაც იაპონიას 16 ქულა გაუტანა (ლელო, ერთი ჯარიმა და ოთხი გარდასახვა). 

აღნიშნულ მატჩს ნიკა ამაშუკელი გაუძღვა, რომელიც ამ დონის მატჩში მთავარი მსაჯი პირველად გახლდათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)