სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

6 და 7 ნოემბერს შემოდგომის ტესტების ეგიდით არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაგბის გულშემატკივრებისთვის ისეთი დღეებია, როდესაც რაც შეიძლება ბევრი ლუდი უნდა მოიმარაგონ და უმაღლესი დონის რაგბით დატკბნენ.
6 ნოემბერი
17:00 იტალია - ახალი ზელანდია
"ოლ ბლექსი" 2021 წელს ბრწყინვალე ფორმაშია და 12 მატჩიდან 11 აქვს მოგებული. მათ შემოდგომის ტესტებზე უკვე ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრეს, რომლებშიც ჯერ აშშ გაანადგურეს (104:14) ლენდოვერში, ხოლო შემდეგ კარდიფში უელსი არ დაინდეს (54:16). იტალიის ნაკრები, რომელიც 6 ერის შემდეგ პირველად ითამაშებს, მაქსიმალურად შეეცდება, რომ რაც შეიძლება მცირე სხვაობით წააგოს და ღირსეულად იბრძოლოს, თუმცა ბუნებრივია, რომ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ახალზელანდიელებთან ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ.
17:00 ირლანდია - იაპონია
როგორც მოგეხსენებათ, იაპონიამ მსოფლიო თასზე ირლანდია სენსაციურად დაამარცხა (19:12) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მას შემდეგ, ეს გუნდები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად ირლანდიამ შეძლო გამარჯვება - 39:31. შაბათს "სამყურები" კიდევ ერთხელ შეეცდებიან იაპონელთა დამარცხებას და იმის დამტკიცებას, რომ იაპონიაში მათი მარცხი შემთხვევითობა უფრო იყო, ვიდრე კანონზომიერება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს მატჩი კიდევ ერთი მიზეზის გამოა საინტერესო - მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება. 
![]()
19:00 პორტუგალია - კანადა
19:00 ესპანეთი - ფიჯი
19:15 ინგლისი - ტონგა
![]()
19:30 რუმინეთი - ურუგვაი
21:30 უელსი - სამხრეთ აფრიკა ![]()
00:00 საფრანგეთი - არგენტინა

7 ნოემბერი
18:15 შოტლანდია - ავსტრალია ![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.