გრენობლს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნიკა ღვალაძე დაუბრუნდა

გრენობლს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნიკა ღვალაძე დაუბრუნდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ბურჯმა ნიკა ღვალაძემ ტრავმა მოიშუშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "გრენობლს" დაუბრუნდა. 

22 წლის პირველხაზელს დაზიანების გამო რამდენიმე თვე გაუცდა და ბოლოს თამაში 11 მაისს მოახერხა, რის შემდეგაც ნახევარი წელი გავიდა. "გრენობლის" ოფიციალურმა ვებგვერდმა რამდენიმე დღის წინ გვამცნო, რომ ნიკამ ვარჯიში სრულფასოვნად განაახლა, ხოლო როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის პარასკევს პრო დ2-ის მეათე ტურში "პროვანსთან" გასვლით მატჩში ითამაშებს. 

ღვალაძე "პროვანსთან" მატჩში მარქაფაშია და თამაშში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ჩაერთვება. ასევე თადარიგშია მარცხენა ბურჯი ზურაბ ჟვანია, ხოლო ძირითადი ბურჯები ლუკა გოგინავა და ილია კაიკაციშვილი იქნებიან.

"გრენობლი" 17 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო "პროვანსი" 18 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. 

 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)