ქუთაისის აიას 14 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის აიას 14 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის "აიას" 14 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც "იუნკერებთან" შინ გასამართი დიდი 10-ის მომდევნო ტურის მატჩი ჯერჯერობით დაუდგენელი დროით გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

ამავე წყაროს ცნობით, "აია" ერთკვირიან კარანტინში გადავიდა, ხოლო ყველა მოთამაშე თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, დიდი 10-ის მეხუთე ტურის მატჩიც გადაიდო, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ "ლოკომოტივს" და "აიას" უნდა ეთამაშათ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)