ლევან მაისაშვილი: "შეკრებაზე გვყავს თითქმის ყველა ის მოთამაშე, რომლის ხილვაც ამ ეტაპზე გვსურდა"

ლევან მაისაშვილი: "შეკრებაზე გვყავს თითქმის ყველა ის მოთამაშე, რომლის ხილვაც ამ ეტაპზე გვსურდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, ნოემბრის ტესტებისთვის გაფართოებული 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 

განაცხადში 19 მორკინალი და 14 უკანახაზელია. ამჯერად, "ბორჯღალოსნების" რიგებში არცერთი დებიუტანტი არაა, თუმცა ორ მოთამაშეს მარჯვენა ბურჯ ლუკა ჯაფარიძეს და შუამარბ სანდრო სვანიძეს მხოლოდ თითო კეპი აქვთ მოხვეჭილი. 

"ბორჯღალოსნებმა" შევარდენის სარაგბო ბაზაზე მზადება უკვე დაიწყეს. იქ გუნდი შვიდ ნოემბრამდე მოემზადება, შემდეგ კი გეზს ბორდოსკენ აიღებს, სადაც 14 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრებს შეერკინებიან, ხოლო 20-ში ესპანეთის ქალაქ არანხუესში ფიჯისთან მოსინჯავენ ძალებს. 

ლევან მაისაშვილის აზრით, შემადგენლობა ამ მომენტისთვის ოპტიმალურია და ერთადერთი დანაკლისი ჯაბა ბრეგვაძეა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ. შეკრებაზე გვყავს თითქმის ყველა ის მოთამაშე, რომლის ხილვაც ამ ეტაპზე გვსურდა. ერთადერთი ჯაბა ბრეგვაძემ ვერ შეძლო ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ყველას ერთად ნახვა სასიამოვნო ფაქტია.

ასევე სასიამოვნოა, რომ მოთამაშეთა უმეტესობას კლუბებში საკმარისი სათამაშო დრო აქვთ და მომავალ შეხვედრებს კარგ ფორმაში ხვდებიან. კარგი იყო ‘შავ ლომს’ მესამე თამაშიც ჩაეტარებინა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. კარგია, რომ მოსამზადებელი ეტაპი ერთად გავიარეთ და ამ მხრივ უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე გასულ წლებში. 2017-2019 წლებში ლეგიონერების აქტივობა კლუბებში იყო დაბალი, რასაც პანდემია მოყვა. კარგია, რომ წელს სურათი შეიცვალა და უთამაშებლობის პრობლემა ისე მწვავედ აღარ დგას“, -
ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)