სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© მარიამ გაგნიძე
დიდი 10-ის მეხუთე ტურში ლიდერმა "ბათუმმა" "ხვამლი არენაზე" "იუნკერები" ბონუსით 49:7 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
აჭარლებმა მოწინააღმდეგე შვიდჯერ დაალელოვეს, თავად კი ერთი გაუშვეს. ჰეთ-თრიკი გაიფორმა კვაჭმა გიორგი მენაბდემ, ხოლო თითო ლელო სანდრო ქოიავამ, ზურაბ ძნელაძემ, კობა ჯიმშელეიშვილმა და ზურა თუთბერიძემ გაიფორმეს, შვიდივე გარდასახვა კი მამუკა ნინიძემ შეასრულა ზუსტად. მასპინძელთაგან პრესტიჟის ლელო ნიკოლოზ მარჯანიშვილმა დადო, რომელიც გიორგი ჯღამაიამ გარდასახა.
ცუდი სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო შარშანდელმა მესამე ადგილოსანმა "აკადემიამ", რომელმაც "ყოჩები" დაძაბულ ბრძოლაში 21:25 დაამარცხა. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს, რასაც "მხატვრებმა" ორი ჯარიმაც შემატეს და შესაბამისად, გამარჯვებაც მათ დარჩათ. "ყოჩების" მხრიდან დუბლი გაიფორმა კვაჭმა ლევან გენებაშვილმა, ერთი ლელო კი მესამეხაზელმა ლაშა ფოფხაძემ დადო. ლევან ობოლაძის გუნდიდან თავის გამოჩენა საბა ილურიძემ, გიორგი მიქანაძემ და მიხეილ ახობაძემ მოახერხეს.
"ლელო სარასენსმა" კი აუტსაიდერი "ყაზბეგი" შინ 27:7 დაამარცხა. მარგალიტაძის, ყორიაულის და პაპიძის ლელოებს, პრესტიჟის ლელოთი მირიან ჩქარეულმა უპასუხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.