სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ზურა მაჩიტიძე
დიდი 10-ის მეხუთე ტურის გახსნით მატჩში "ხარები" რუსთავში "არესს" დაუხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა.
"არესმა" თამაში აქტიურად დაიწყო და ტაიმის ბოლომდე, რეზო არჩვაძის ლელოთი და გიორგი თევდორაძის გარდასახვით და ორი ზუსტი ჯარიმით 0:13 იგებდა, თუმცა ტაიმის დასკვნით ხუთ წუთში "ხარებმა" ორი გარდასახული ლელო გაიტანა და პირველი ნახევარი 14:13 დასრულდა. ლელოები გიორგი კოშაძემ და დემურ ეფრემიძემ დადეს, ხოლო ორივე გარდასახვა გიორგი პეტრიაშვილმა გაიტანა.
მეორე ნახევრის დასაწყისში "არესის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი დანგაძემ გამოიჩინა თავი ლელოთი და ქუთაისელები კვლავ დააწინაურა, რასაც მასპინძელთაგან ერეკლე მაჭარაშვილმა უპასუხა ლელოთი და მასპინძლები სამი ქულით გავიდნენ წინ. 64-ე წუთზე "არესი" ლელოთი ჯაბა ჩეჩელაშვილმა დააწინაურა, რომელიც თევდორაძემ გარდასახა და ამ უკანასკნელმა მალევე ორი ზუსტი ჯარიმა გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს ფაქტობრივად გამარჯვება გაუფორმა, რადგან მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი და სხვაობა ათი ქულა გახლდათ. რუსთაველებმა ერთადერთი რაც შეძლეს, ეს კიდევ ერთი ლელოს გატანა და შესაბამისად, ნუგეშის ქულის აღებაა - გიორგი კოშაძემ დუბლი გაიფორმა, გიორგი ბასილაიამ კი გარდასახვა გაიტანა - 28:31.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.