სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ინგა ანთია
ოთხი ტურის შემდეგ, დიდ 10-ის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" ლიდერობს.
"ბათუმი" საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" დაუხვდა და დამაჯერებლად 38:17 სძლია. აჭარლებმა მეტოქე ექვსჯერ დაალელოვეს, თავად სამი ლელო მიიღეს და შესაბამისად, ბონუს ქულით იმარჯვეს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, გუნდებმა ორ-ორი ლელოს გატანა მოახერხეს და ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 14:12 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ზღვისპირელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. დუბლით გამოირჩა ანზორ სიჭინავა, რომელსაც უკვე ხუთი ლელო აქვს გატანილი. ირაკლი ნინიძის გუნდს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და გათამაშებას 18 ქულით ლიდერობს.
წარუმატებელი სტარტი აქვს მოქმედ ჩემპიონს. "აია" "ხარებთან" 14:20 დამარცხდა და შესაბამისად, მეოთხე მატჩიდან მესამე მარცხი განიცადა. ლაშა შალიკაშვილის ერთ ლელოს, ლაშა ჭავჭავაძემ ჰეთ-თრიკით უპასუხა.
დამარცხდა მეორე ქუთაისური გუნდიც - "არესმა" შინ "ლელო სარასენსთან" 22:37 წააგო. შარშანდელმა მესამე ადგილოსანმა "აკადემიამ" პირველი გამარჯვება გაიფორმა და საკუთარ მოედანზე "იუნკერებს" ბონუსით 42:12 აჯობა, ხოლო დებიუტანტმა "ყაზბეგმა" მეოთხე მარცხი განიცადა და საშინაო მარცხი "ყოჩებთან" 12:43 დათმო.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.