რუსეთის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე თელ-ავივ ჰითთან დამარცხდა

რუსეთის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე თელ-ავივ ჰითთან დამარცხდა

"შავ ლომთან" მარცხის შემდეგ, "თელ-ავივ ჰითი" გასვლაზე რუსეთის ჩემპიონ "ენისეის" დაუპირისპირდა და ისტორიული, პირველი გამარჯვება იზეიმა. 

"ენისეიმ" ხუთი ლელოს გატანა მოახერხა, რომელთაგან სამის გარდასახვა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ აქედან ერთი ლელო დავით მესხის ანგარიშზეა. სტუმრებმა კი, რომლებმაც შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მორკინალი ჯოშ შტრაუსი დაიმატეს, ოთხი გარდასახული ლელო და ორი ჯარიმა გაიტანეს. შესაბამისად, მატჩი 31:34 დასრულდა. 

"ენისეი" აღმოსავლეთ ზონის ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო "შავი ლომი" 10 ქულით მეორე ადგილზეა. ეს გუნდები ერთმანეთს 30 ოქტომბერს სოჭში შეერკინებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"