სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

23 ოქტომბერს 13:30 საათზე "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერ თასზე მეორე შეხვედრას გამართავს. პირველი ქართული ფრენჩაიზი პენზაში ადგილობრივ "ლოკომოტივს" შეერკინება.
"შავი ლომის" პენზაში გამგზავრებამდე მცირე კომენტარი გააკეთა ლევან მაისაშვილმა, რომელმაც მოსამზადებელ პროცესზე და მომდევნო მატჩზე ისაუბრა.
"გვქონდა მცირე ტრავმები, რომლებსაც რეაბილიტაცია ჭირდებოდა. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშეს ფაიზერის ბუსტერით აცრა უწევდა, რადგან საფრანგეთში სხვა მხრივ არ შეუშვებენ. შედეგად, რამდენიმე დღე მათაც ვერ ივარჯიშეს და სრული შემადგენლობა დღეს შევიკრიბეთ. მიუხედავად ამისა, ნორმალურად ვართ მომზადებული და ვიტოვებთ იმედს, რომ პირველი თამაშის შემდეგ ხარისხი უკეთესი იქნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ, დავხვეწოთ დეტალები და მოთამაშეებს საერთაშორისო გამოცდილება მივცეთ.
სამწუხაროდ დიდი ხნით გამოგვაკლდა სოსო მათიაშვილი. მან ჯვარედინი დაიზიანა და საოპერაციოა. ჯერ არ დაბრუნებულან მანამდე ტრავმირებული მოთამაშეები. მათგან ერთ ან ორ მორაგბეს ‘ენისეისთან’ მატჩის წინ ველით.
თელავივის გუნდი ინდივიდუალურად უფრო მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ‘ლოკომოტივს’ ის უპირატესობა აქვს, რომ შეთამაშებული გუნდია. მათ მაღალი, ჯანიანი ბიჭები ყავთ და სოლიდურად გამოიყურებიან დერეფანში, შეჯახებებში. ‘ლოკომოტივში’ რამდენიმე ქართველი თამაშობს, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე კარგად გამოიყურებიან", - ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.