შავი ლომი | დანიშნულების ადგილი პენზა

შავი ლომი | დანიშნულების ადგილი პენზა

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ პირველი გასვლითი მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე მოემზადა. 

რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდი პენზაში (რუსეთი) დღეს გაფრინდა და ‘ლოკომოტივს’ 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშება.

მეტოქემ სექტემბერში ‘ენისეისთან’ ორი მატჩი გამართა და ორივე ბონუსით დათმო – 6:22 კრასნოიარსკში და 21:44 პენზაში. ‘შავმა ლომმა’ პირველი ტურის გადადებულ მატჩში ‘თელავივი ჰითს’ 16 ოქტომბერს, „ავჭალაზე“ უმასპინძლა და ბონუსით, 33:10 დაამარცხა. შედეგად, ის 5 ქულით მეორე ადგილზეა, ‘ენისეის’ ქულათა მაქსიმუმი აქვს, ‘ჰითი’ და ‘ლოკომოტივი’ კი უქულოდ არიან.

‘შავი ლომი’ ‘პენზასთან’ მატჩის შემდეგ შინ დაბრუნდება და 30 ოქტომბერს სოჭში, ‘ენისეისთან’ გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება. მანამდე, 23 ოქტომბერს, ‘ენისეი’ ‘თელავივ ჰითს’ მოსკოვში მასპინძლობს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)