ზუგდიდში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ქართულ რაგბის მალე კიდევ ერთი სარაგბო კერა შეემატება. საქველმოქმედო ფონდი ქართუ ზუგდიდში უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს შეეჭიდა. ფონდის დაფინანსებით ზუგდიდელებს მალე ორმოედნიანი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი ექნებათ, რომელიც ჯამში 5000 მაყურებელზე იქნება გათვლილი - ამის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 

„რაგბის განვითარებისთვის ზრუნვა გრძელდება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 14 საუცხოო სარაგბო ბაზა ააშენა. მათ შორის ერთი ქალაქ ფოთში.

ახლა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის მშენებლობა ზუგდიდში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც კია. ზუგდიდს აუცილებლად უნდა ქონდეს გამართული სარაგბო ინფრქასტრუქტურა, რადგან ამ რეგიონმა ბევრი სახელოვანი მორაგბე აღუზარდა ქართულ რაგბის.

ბაზას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა მიეცემა, რადგან აფხაზეთის სიახლოვეს გვექნება შესანიშნავი სარაგბო კომპლექსი. მეზობელი სოფლებიდან ბავშვები შეძლებენ რაგბში ჩაერთონ. იმ ამბიციური გეგმების განხორციელებას კი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, სამეგრელოსა და ჩვენი აფხაზი ძმების გარეშე ვერ შევძლებთ.

დღეს ჩვენ მოვიარეთ, დავათვალიერეთ, ვნახეთ სამშენებლო პროცესი და, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვები უკვე შეძლებენ ვარჯიშს. ველით, რომ მათგანაც მივიღებთ მაღალი დონის მორაგბეებს.

მომდევნო წლები გამორჩეული იქნება სარაგბო აქტივობით. ახლახანს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და გარწმუნებთ, წინ დიდი გამარჯვებები გველოდება" , -
განაცხადა იოსებ ტყემალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში სარაგბო სტადიონის მშენებლობა 2020 წლის მარტში დაანონსდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"