მაორი ოლ ბლექსის 25 წლის მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა

მაორი ოლ ბლექსის 25 წლის მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა

"მაორი ოლ ბლექსის" და "ჩიფსის" მორაგბე შონ ვაინუი, რომელსაც 23 ოქტომბერს 26 წელი შეუსრულდებოდა, გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა.

ახალზელანდიელი მორაგბე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ახალი ზელანდიის ქალაქ ტაურანგაში მოხდა - ვაინუის მანქანა ხეს შეეჯახა. როგორც ირკვევა, ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა. 

ვაინუის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ "ოლ ბლექსი", "ჩიფსი", "კრუსეიდერსი" და ცნობილი მორაგბეები, რომლებიც დამწუხრებულნი არიან ამ ტრაგედიით და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს. 

შონს "მაოორი ოლ ბლექსში" 6-ჯერ ჰქონდა ნათამაშები და ამდენივე ლელოს გატანა მოასწრო, ხოლო 2015 წელს იტალიაში გამართული მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მას სუპერ რაგბიში "კრუსეიდერსის" და "ჩიფსის" რიგებში უასპარეზია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)