სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" დღეს სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ავჭალის სტადიონზე ასევე დებიუტანტი "თელ-ავივ ჰითი" დამაჯერებლად 33:10 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე "შავი ლომის" და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი წარსდა, რომელმაც კორონავირუსთან უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ძალიან სწრაფად მოახერხა რეაბილიტაცია და სამუშაო პროცესს უკვე დაუბრუნდა.
"რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, როგორც იქნა ახდა და ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი შეხვედრა გამართა. გუნდმა დაახლოებით ორთვიანი ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და დღეს გამოჩნდა, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. არ გვეტყობოდა შეუთამაშებლობა, რაც მომავალი შეხვედრების წინ უკეთესობის იმედს მაძლევს.
მეტოქე უდავოდ ძლიერი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ქონდათ შეთამაშების პრობლემა. ამ მხრივ ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით, რადგან მოთამაშეთა დაახლოებით ნახევარი, ნაკრებში ერთად არიან. გვქონდა პატარა შეცდომები, რაც პირველი თამაშისთვის ნორმალურია. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რაზეც ვარჯიშობდნენ კარგად გადმოიტანეს მოედანზე, რისთვისაც მადლობა მათ და სამწვრთნელო შტაბს.
რაც შეეხება მომავალ შეხვედრებს, ბევრი უნდა ვიმუშაოთ მცირედი შეცდომებიც რომ გამოვასწოროთ, თუმცა დღეს იმდენი კარგი რამ გაკეთდა, ხარისხის გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს. ‘ლოკომოტივ პენზას’ და ‘ენისეის’ კარგად ვიცნობთ, გვაქვს მათი ბოლო თამაშები, ორშაბათიდან კი ანალიზს უფრო მეტ დროს დავუთმობთ", - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
"შავი ლომი" მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს პენზაში "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.