სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სულ რაღაც ოთხ დღეში პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, რაგბი ევროპის სუპერ თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს.
16 ოქტომბერს ის „ავჭალაზე“ ‘თელავივი ჰითს’ მასპინძლობს. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. ეს თამაში ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოსა და ისრაელში კოვიდ-სიტუაციის გაუარესების ფონზე, ოქტომბრისთვის გადაიდო.
19 და 25 სექტემბერს ჩვენმა თანაჯგუფელებმა – ‘ენისეიმ’ და ‘ლოკომოტივმა’, ერთმანეთში ორჯერ ითამაშეს და გამარჯვება ორივეჯერ ‘ენისეის’ დარჩა – 22:6 და 44:21. კრასნოიარსკელებმა ორივეჯერ აიღეს ბონუს-ქულა და აღმოსავლეთ კონფერენციას 10 ქულით ლიდერობენ.
‘შავი ლომის’ მსგავსად, ‘თელავივ ჰითიც’ 16 ოქტომბერს თავის პირველ შეხვედრას გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში რაგბი არცთუ ისე პოპულარულია, ‘ჰითი’ ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს. გუნდის ბირთვი დაკომპლექტებულია სამხრეთ აფრიკელი, ინგლისელი და კუნძულელი მორაგბეებით, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონით 7-კაცა რაგბში. მოთამაშეთა დიდ ნაწილს ზე-რაგბის, ტოპ 14-ისა და ინგლისის პრემიერშიფის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მთავარი მწვრთნელი სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტია.
‘შავი ლომი’ წინასამატჩო შეკრებაზე გუშინ „შევარდენის“ ბაზაზე შევიდა. ‘ჰითის’ შემდეგ ის 23 ოქტომბერს ‘ლოკომოტივს’ პენზაში, ხოლო 30 ოქტომბერს ‘ენისეის’ სოჭში ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის განმეორებით შეხვედრებს ჩვენი გუნდი დეკემბერში გამართავს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.