გურამ გოგიჩაშვილის ერთ-ერთმა კონკურენტმა რასინგ 92-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა

გურამ გოგიჩაშვილის ერთ-ერთმა კონკურენტმა რასინგ 92-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა

გურამ გოგიჩაშვილის ერთ-ერთმა კონკურენტმა, მარცხენა ბურჯმა ედი ბენ არუმ "რასინგ 92"-თან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და შესაბამისად, პარიზული კლუბის ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს - აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკი" ავრცელებს.

31 წლის ბენ არუ "რასინგ 92"-ის ღირსებას 2010 წლიდან იცავს და 230 მატჩში 5 ლელოს გატანა მოახერხა. მან მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 1 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ბენ არუს 2010-2018 წლებში საფრანგეთის ნაკრების კვართით 20-ჯერ უთამაშია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)