საქართველოს ნაკრების მეტოქე ნოემბრის ტესტებზე ვეღარ იასპარეზებს

საქართველოს ნაკრების მეტოქე ნოემბრის ტესტებზე ვეღარ იასპარეზებს

სამოას ნაკრები, რომელსაც ნოემბერში ოთხი ტესტ-მატჩი ჰქონდა ჩანიშნული, შემოდგომის ტესტებზე ვეღარ იასპარეზებს.

ახალზელანდიური გამოცემის rnz.co.nz-ის ცნობით, "მანუ სამოა" კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ევროპაში გამგზავრებას ვეღარ შეძლებს, სადაც სამი შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ და შესაბამისად, მათი ევროპული ტურნე გაუქმდა. ასევე ცნობილია, რომ სამოელები ვერც დუბაიში ვერ გაემგზავრებიან, სადაც 7-კაცას მსოფლიოს სერიაზე უნდა ეთამაშათ.

სამოას ნაკრებს ნოემბრის ტესტებზე 6 ნოემბერს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, შემდეგ კი მათი მეტოქეები ურუგვაი, ესპანეთი და "ბარბაროსები" უნდა ყოფილიყვნენ. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება საქართველო სამოას ნაცვლად. "ბორჯღალოსნები" 13 ნოემბერს ბორდოში საქართველოს ეთამაშებიან, ხოლო 20-ში ფიჯის შეერკინებიან, რომლის ზუსტი ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)