სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები, ხვალ გამთენიისას მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატი 2017 წლიდან, ტრადიციულად იმართება. საქართველომ პირველ ჯერზე მესამე ადგილი დაიკავა, მერე ორჯერ ვერცხლის მედლებს დაეუფლა, შარშან კი ტურნირის ჩატარებას ხელი კოვიდ-პანდემიამ შეუშალა.
წელს ტურნირში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას და საქართველო „ა“ ჯგუფში, რუსეთის, რუმინეთის და თურქეთის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო „ბ“ ჯგუფში ხორვატია, მოლდოვა, ბულგარეთი და იტალია გაერთიანდნენ.
11 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და საქართველო პირველ მატჩს მასპინძელ რუსეთთან, ჩვენი დროით 14:20 საათზე გამართავს; 17:20-ზე რუმინეთს ეთამაშება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 20 საათზე, თურქეთთან ასრულებს.
ფლეი ოფში რვავე გუნდი გადის და 12 სექტემბერს, „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი მეოთხედფინალში „ბ“ ჯგუფის მეოთხედგილოსანს ეთამაშება, მეორეადგილოსანი მესამეს და ა.შ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 მორაგბით მიემგზავრება. გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ქოპილაშვილი იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები ფინალში წელსაც ითამაშებენ:
„მიზანი წელსაც მინიმუმ ფინალში თამაშია და იქ ვნახოთ რა როგორ მოხდება. სამწუხაროდ, ყველა სასურველი მორაგბის დამატება ვერ შევძელით და მოსკოვში 12-ის ნაცვლად 10 მოთამაშით მივდივართ. „ხვამლი არენას“ ქვიშის მოედანზე ორი ვარჯიში გვქონა, მაგრამ ბაზაზე ვირუსი დაფიქსირდა და დღეს თბილისის ზღვაზე ვივარჯიშეთ.“
„რუსეთის ნაკრებს ქვიშის რაგბში ძლიერი გუნდი ყავს. წელს მათ უკვე 7 ტურნირი ითამაშეს, ჩვენს მორაგბეებს კი სამი თვეა რაგბი არ უთამაშიათ. რუმინეთს და თურქეთს არ ვიცნობთ, თუმცა ვფიქრობთ მათთან გამარჯვება არ უნდა გაგვიჭირდეს. ტრადიციულად ძლიერი გუნდი ყავს იტალიას, თუმცა ჩვენ მათთან ყველა ჯერზე შევძელით გამარჯვება და ახლაც იმედიანად ვართ“ – ამბობს ქოპილაშვილი.
ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
1.გიორგი ნათელაშვილი (ხარები); 2. გიორგი კოშაძე (ხარები); 3. ბიძინა სამხარაძე (ლოკომოტივი, კაპ.); 4. ლევან კალანდარიშვილი (ბორჯომი); 5. გიორგი ილურიძე (აკადემია); 6. ირაკლი ლუარსაბიშვილი (აკადემია); 7. დიმიტრი კიკნაძე (იუნკერები); 8. დევი დევსურაშვილი (იუნკერები); 9. ალექსანდრე ძაბახიძე (არმია); 10. ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩები).
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.