სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2021/2022 წლების დიდი 10-ის სეზონი წინასწარ დაანონსებულზე ორი კვირით გვიან, 24 სექტემბერს დაიწყება.
მიზეზი რა თქმა უნდა კვლავ კოვიდ-პანდემიაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, სარაგბო კალენდარი არაერთხელ შეცვალა.
„მიზეზი კოვიდ-პანდემიაა, რომელთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ჩემპიონატის დაწყებამ ორი კვირით გადაიწია. დღემდე არ გვქონდა ინფორმაცია როდემდე გაგრძელდებოდა ეს შეზღუდვები და მოგვიწია კალენდარში ცვლილებების შეტანა“ – განაცხადა საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.
11 სექტემბერს ოთხი მატჩით იწყება საქართველოს პირველი ლიგა (არწივები – ხვამლი, ბორჯომი – ვეფხვები, ჭადარი – ჯიქი, ბაგრატი – არმაზი), კვირას კი პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრაა (ტაო – არმია).
„გვაქვს ცვლილებები როგორც სამედიცინო მომსახურებაში, ასევე სადისციპლინო კომისიაში და გვსურდა სიახლეები დაგვეტესტა. გარდა ამისა, 24 სექტემბერს დიდ 10-თთან ერთად იწყება რეგიონალური ლიგა და ჭაბუკთა „ა“ ლიგა. ყველაფრის ერთად დაწყება სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული და ამიტომ გადაწყდა, რომ პირველ რიგში პირველი ლიგით დაგვეწყო“ – დაამატა მამრიკიშვილმა.
Rugby.Ge
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.