VIDEO: გელა აფრასიძემ მსოფლიო რაგბის ახალი წესი ბრწყინვალედ აითვისა

VIDEO: გელა აფრასიძემ მსოფლიო რაგბის ახალი წესი ბრწყინვალედ აითვისა

ტოპ 14-ის პირველ ტურში "ტულუზი" საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" დაუხვდა და ფრედ 24:24 ეთამაშა. 

"მონპელიემ" გამათანაბრებელი ლელო გაწითლებულ დროში გაიტანა, რაშიც საკუთარი წვლილი გელა აფრასიძემაც შეიტანა, რომელმაც შეხვედრის 77-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან ფეხით დაარტყა ბურთი, ჯერ მოედანს მოარტყა და შემდეგ კი ბურთი მოწინააღმდეგის 5-მეტრიანში აუტში გადავიდა. "მსოფლიო რაგბის" ახალი წესის 50:22-ის მიხედვით, რომელიც 1 აგვისტოდან ამოქმედდა, ბურთი სწორედ "მონპელიეს" დარჩა და დარჩენილი დრო სტუმრებმა მთლიანად ტულონელთა 22-ში გაატარეს, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და გუნდი წაგებას გადაურჩა.

როგორც მოგეხსენებათ, 50:22 წესის მიხედვით, თუ შემტევი ღია თამაშის დროს ბურთს საკუთარი ნახევრიდან დაარტყამს ისე, რომ ბურთი ჯერ მიწაზე დაეცემა და შემდეგ მოწინააღმდეგის 22 მეტრიან ზონაში აუტში გადავა, აუტის მოწოდების უფლება დამრტყმელ გუნდს ეძლევა-ეს ბურთი საკუთარ ნახევარზე შეტანილი არ უნდა იყოს (ანუ ფაზა საკუთარ ნახევარზე უნდა დაიწყოს).

აფრასიძის კარგი თამაში არ გამორჩენიათ უცხოურ სარაგბო გამოცემებს და არგენტინულმა Pasion For Rugby-მ აღნიშნა, რომ "მონპელიე" არის პირველი გუნდი, რომელმაც ახალი წესი 50:22 სწორად შეასრულა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)