ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა - აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რაგბის კავშირმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გამოქვეყნა. 

თვითმფრინავი, რომლითაც მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მას ოჯახის წევრები, მეგობრები, რაგბის კავშირის თანამშრომლები, მორაგბეები და ჟურნალისტები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში 3 ივლისს გამართული ტესტ-მატჩის შემდგომ კორონავირუსით დაინფიცირდა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ის მკურნალობას იოჰანესბურგის ჰოსპიტალში გადიოდა. საბედნიეროდ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა დიდი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსის დამარცხება მოახერხა, სრულად განიკურნა და უკვე სამშობლოშია! 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)