სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.
ამჯერად, "ლელო სარასენსის" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. გუნდში ბევრი ცვლილება არ მომხდარა. "შავ ლომში" წავიდა შვიდი მორაგბე, საიდანაც კლუბმა სამი მოთამაშე ბურჯი გიორგი პერტაია, ჰავბექი თენგიზ პერანიძე და კვაჭი თენგიზ ზამთარაძე უკან დაიბრუნა, ისევე როგორც მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი, რომელიც "ლელო სარასენსის" აღზრდილია, თუმცა ბოლო სეზონი ქუთაისის "აიაში" გაატარა და საქათველოს ჩემპიონი გახდა. ეს მოთამაშეები დიდ დიღმელებს მაშინ დაეხმარებიან, როდესაც რაგბი ევროპის სუპერ თასზე ცარიელი ფანჯარა იქნება.
"ლელო სარასენსის" ტრანსფერები:
მოვიდნენ: სანდრო მამამთავრიშვილი, თენგიზ პერანიძე, გიორგი პეტრაია, თენგიზ ზამთარაძე (ყველა "შავი ლომი"), ბექა ბერუაშვილი ("გორი"), ზაურ კენჭაძე (ჭიდაობიდან გადავიდა რაგბიში), სანდრო ზუბაშვილი ("არმაზი");
წავიდნენ: დემურ თაფლაძე, ოთარ ლაშხი, აკაკი ტაბუცაძე, დავით ლაზვიაშვილი ("შავი ლომი"), ბეჟან გავაშელიშვილი ("ყაზბეგი");
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.