“მივმართავ ბიზნეს სექტორს, სპორტულ ორგანიზაციებს, რომ ამ საშვილიშვილი საქმეში ყველა ერთად დავდგეთ” - იოსებ ტყემალაძე

“მივმართავ ბიზნეს სექტორს, სპორტულ ორგანიზაციებს, რომ ამ საშვილიშვილი საქმეში ყველა ერთად დავდგეთ” - იოსებ ტყემალაძე

მას შემდეგ, რაც საქართველოს რაგბის კავშირმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების სამომავლოდ 45 ლოკაციაზე სარაგბო მოედნების მშენებლობაზე აუწყეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ბიზნეს სექტორს და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა, რომელთაც ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

"მივმართავ ბიზნეს სექტორს, სპორტულ ორგანიზაციებს, რომ ამ საშვილიშვილი საქმეში ყველა ერთად დავდგეთ. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის დღიდან, გუნდთან ერთად რაგბის განვითარების გეგმის შემუშავებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს სარაგბო ინფრასტრუქტურა. მოკლე პერიოდში ყველა რეგიონი აღვწერეთ და შევადგინეთ სამი ტიპის მოედნის პროექტი, სხვადასხვა საფარითა და ტრიბუნებით. გეგმა წარვუდგინეთ მთავრობას და მივიღეთ პირობა, რომ მოედნები 45 ლოკაციაზე მოეწყობა. 

უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2022 წლიდან, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში ბავშვებს ექნებათ წვდომა სარაგბო ინფრასტრუქტურაზე. ვიმედოვნებ, რომ ამ მოედნებზე გაიზრდებიან ისეთი ლეგენდები და ხაზგასმით ვიტყვი - კაცები, როგორებიც არიან გორგოძე, ზირაქაშვილი, კაჭარავა და მრავალი სხვა", -
განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)