სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

4-5 სექტემბერს რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რაგბი ევროპის 7-კაცას საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 11 ქვეყნის 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირზე საქართველოს ღირსება თბილისის "აკადემიამ" დაიცვა.
ლევან ობოლაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ინგლისურ "სამურაისთან", პოლონურ "პოზნანთან" და რუსულ "ზასტავასთან" ერთად მოხვდა. გახსნითი მატჩი "აკადემიისთვის" პრობლემური იყო. კლუბს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაგვიანებით მოუწია მისვლა, ასევე პირველ წუთში ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მათიაშვილმა მიიღო ტრავმა, რომელიც სერიოზული არ გამოდგა, თუმცა იმ მატჩში თამაში ვერ შეძლო. საბოლოო ჯამში, "მხატვრებმა" პირველი მატჩი "ზასტავასთან" 0:31 დათმეს. სამაგიეროდ, "აკადემიამ" მეორე მატჩში იყოჩაღა და "პოზნანი" 26:5 დაამარცხა, ხოლო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა "სამურაისთან" 17:26 წააგო.
ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, "აკადემია" რვა საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა და პლეი-ოფში მე-9 ადგილისთვის მოუწია ბრძოლა. მათ ჯერ ბელარუსული "ჰარუგვა" 32:0 დაამარცხეს, შემდეგ კი "პოზნანს" აჯობეს დამაჯერებლად 42:5 და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულეს.
აკადემიის შემადგენლობა აღნიშნულ ტურნირზე
ტურნირის პირველი სათამაშო დღე სრულად
ტურნირის მეორე სათამაშო დღე სრულად
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.