სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მორაგბეები, ბურჯი ბექა გიგაშვილი და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, ფრანგული გამოცემის Rugby'O'Top-ის ვერსიით, ტოპ 14-ის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.
გიგაშვილი "ტულონის" ძირითად შემადგენლობაში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე იყო და მისი ამპლუისთვის უჩვეულოდ, სრულად ითამაშა. ზღვისპირელები შინ "მონპელიეს" ბოლო წუთამდე უგებდნენ, თუმცა გაწითლებულ დროში დასანანი ლელო მიიღეს და მატჩი ფრედ 24:24 დასრულდა.
სეზონის გახსნით მატჩში "ბიარიცმა" შინ "ბორდო" 27:15 დაამარცხა. ბასკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ თორნიკე ჯალაღონია, რომელსაც ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა და ელიტური ნათლობა საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა. მან 75 წუთი იასპარეზა და თავისი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.