VIDEO: გრენობლის მგეზავის საოცარი გარღვევა ბოლო წუთზე, რომელიც ალპელთა გამარჯვების ლელოთი დასრულდა

VIDEO: გრენობლის მგეზავის საოცარი გარღვევა ბოლო წუთზე, რომელიც ალპელთა გამარჯვების ლელოთი დასრულდა

პრო დ2-ის მეორე ტურში "ვანი" საკუთარ მოედანზე "გრენობლს" დაუხვდა და უხვქულიან მატჩში 33:38 დამარცხდა.

პირველი ნახევარი 16:19 დასრულდა. მასპინძლებმა 56-ე წუთზე გარდასახული ლელო გაიტანეს და ერთი ჯარიმაც გაიტანეს, რასაც სტუმრებმა ასევე ორი ჯარიმით უპასუხეს და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიში 26:31 იყო, რა დროსაც მასპინძლებმა ლელო დადეს, გარდასახვით კი წინ დაწინაურდნენ და "გრენობლი" მეორე მარცხთან ძალიან ახლოს იყო, რა დროსაც შეცვლაზე შემოსულმა მგეზავმა ანჟე კაპუზომ საკუთარი 22-დან საოცარი გარღვევა განახორციელა, ბოლოს კი ადრიენ სეგურეს გაატარა ბურთი და გამარჯვების ლელო გაატანინა - 33:38.

"გრენობლის" რიგებში ორმა ქართველმა ითამაშა. იქიდან გამომდინარე, რომ "ალპელებს" ორი კვაჭი ჰყავთ დამტვრეული, ამ პოზიციაზე თამაში ზურაბ ჟვანიას მოუწია, რომელიც მინდორზე 53-ე წუთზე გამოჩნდა, ისევე როგორც მარჯვენა ბურჯი ილია კაიკაციშვილი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)