ფიჯის ნაკრების ცხრა ნომერი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს

ფიჯის ნაკრების ცხრა ნომერი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს

ფიჯის ნაკრების ცხრა ნომერი ნიკოლა მატავალუ, რომელიც ფრთის პოზიციაზეც ასპარეზობს, კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს. 

32 წლის მორაგბე, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში "გლაზგო უორიორსის" ღირსებას იცავდა, "მონტობანს" სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეუერთდა და ამ კლუბში მინიმუმ 3 თვეს გაატარებს, შემდეგ კი კონტრაქტის გახანგრძლივება შეეძლება. 

მატავალუმ "გლაზგო უორიორსის" რიგებში და 134 მატჩში 44 ლელო გაიტანა. მას ფიჯის ნაკრებში 37 კეპი აქვს მოხვეჭილი და 7 ლელო მიითვალა. ნიკოლამ 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე იასპარეზა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)