ჩესლინ კოლბის გამორჩეული მომენტები ტულუზის რიგებში (VIDEO)

ჩესლინ კოლბის გამორჩეული მომენტები ტულუზის რიგებში (VIDEO)

როგორც მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკის ვარსკვლავმა ჩესლინ კოლბიმ რამდენიმე დღის წინ ყველასთვის მოულოდნელად კლუბი შეიცვალა და "ტულუზიდან" "ტულონში" გადავიდა, სადაც ხელფასის სახით სეზონის განმავლობაში ერთ მილიონ ევროს მიიღებს.

კოლბი "ტულუზში" 2017 წელს "სტორმერსიდან" გადავიდა და 82 მატჩში 31 ლელოს გატანა მოახერხა. ის გუნდის გამორჩეული მორაგბე გახლდათ და ამ პერიოდის განმავლობაში გულშემატკივარს უამრავი ლამაზი და გამოსარჩევი მომენტი შესთავაზა. კოლბიმ ტულუზელთა რიგებში ევროპის ჩემპიონთა თასის და ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. გთავაზობთ მის გამორჩეულ მომენტებს "ტულუზის" რიგებში. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)