VIDEO: გრენობლის რიგებში ჟვანიას და გოგინავას დებიუტი შედგა, ალპელებმა სეზონი მარცხით დაიწყეს

VIDEO: გრენობლის რიგებში ჟვანიას და გოგინავას დებიუტი შედგა, ალპელებმა სეზონი მარცხით დაიწყეს

პრო დ2-ის პირველ ტურში "გრენობლი" "სტად დე ალპზე" "ოიონას" დაუხვდა და მოულოდნელად 14:22 დამარცხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ალპელებს შემადგენლობის მხრივ გარკვეული პრობლემები ჰქონდათ - მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩში დაიმტვრა ძირითადი კვაჭი ჟან-შარლ ორიოლი, რომელიც რამდენიმე თვე ვერ შეძლებს თამაშს. ასევე არ იყვნენ ილია კაიკაციშვილი, ნიკა ღვალაძე, ლევი დუგლასი, ბატისტა ესკურა და ტიმოსი ნაგუსა.

"გრენობლის" რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს ქართველმა მარცხენა ბურჯებმა ზურაბ ჟვანიამ და ლუკა გოგინავამ. ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე სწორედ გოგინავამ შეცვალა. "ოიონას" რიგებში მარცხენა ბურჯი ბექა კაკაბაძე მინდორზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. 

მასპინძლებმა ტაიმი 0:9 წააგეს. მეორე ნახევარშიც თავდაპირველად ქულები კვლავ სტუმრებმა მოიპოვეს, ხოლო "გრენობლმა" ორი ლელოს გატანა დასკვნით 20 წუთში მოახერხა, თუმცა "ალპელებმა" ნუგეშის ქულის აღებაც ვერ შეძლეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)