სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.
ამჯერად, "არესის" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ. ქუთაისელებმა გასულ წელს დიდ 10-ში პირველად იასპარეზეს, ელიტაში ადგილის შენარჩუნება მოახერხეს და შესაბამისად, დასახულ მიზანს მიაღწიეს. "არესმა" გასული სეზონის დასრულების შემდეგ შვიდი მორაგბე დაიმატა, ხოლო კლუბი 13 მოთამაშემ დატოვა.
"არესის" სატრანსფერო სიახლეები:
მოვიდნენ: ლევან სანიკიძე (ბურჯი, "ლოკომოტივი"), ზაალ ცქიფურიშვილი (კვაჭი, ვლადივასტოკის "ვეფხვები", რუსეთი), ირაკლი თევზაძე (მეორე ხაზი, დაწინაურდა "ა" ლიგის გუნდიდან), ჯაბა ჩეჩელაშვილი (მეორე ხაზი, წყალტუბოს "დინოზავრი"), იაგო ხაბულიანი (ფრთა/ფულბექი, "აია"), გიორგი თევდორაძე (მგეზავი, "აია"), გიორგი შარაშენიძე (შუამარბი/ფრთა, "აია");
წავიდნენ: გიორგი ტორაძე (კვაჭი, "ფლიორანსი", საფრანგეთი), მიხეილ მასხარაშვილი (მეორე/მესამე ხაზი, "არმია"), ბებუნი კუხიანიძე (მეორე ხაზი, "აია"), იაგო ხელაძე (მეორე ხაზი, იჯარა დაუსრულდა, "ბათუმი"), ბონდო აბაშიძე (მგეზავი, "აია"), დავით გობეჯიშვილი (მგეზავი, "ლაიპციგი", გერმანია) რეზი ბაკურაძე (ბურჯი, "ბაგრატი"), ლევან რატიანი (მესამე ხაზი, "ბაგრატი"), ალეკო ვაშაკიძე (წყალტუბოს "დინოზავრი", იჯარა დაუსრულდა), გიორგი გოგიაშვილი, გიორგი ღლონტი ("აია", იჯარა დაუსრულდათ), არჩილ ღონღაძე (უკლუბოდ), გიორგი კალანდაძე (უკლუბოდ).
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.