სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის გუნდების პარალელურად, არც პირველ ლიგას არ ვივიწყებთ და შეძლებისდაგვარად, მასში მონაწილე გუნდების სატრანსფერო ამბებსაც გაგაცნობთ.
ამჯერად ოზურგეთის "არწივების" სატრანსფერო სიახლეებს შემოგთავაზებთ. გურულები ახალი სეზონის წინ საკმაოდ გაძლიერდნენ და ისეთი გამოცდილი მორაგბეები დაიმატეს, როგორებიც ბახვა კობახიძე და ალექსანდრე ტუჩაშვილი არიან, რომლებსაც დიდ 10-ში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და უცხოეთშიც უთამაშიათ. ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც - მთავარ მწვრთნელად გამოცდილი გია ამირხანაშვილი დაინიშნა.
"არწივების" სატრანსფერო სიახლეები
მოვიდნენ: ბახვა კობახიძე, ლაშა დონაძე, ოთარ მჟავია (სამივე "არმია"), ალექსანდრე ტუჩაშვილი ("ვეფხვები"), გივი ცინცაძე, თენგო გიგოლაშვილი (ორივე "არმაზი"), გივი ლოსაბერიძე (რუსეთის ჩემპიონატიდან), კახა დარბაიძე ("ხვამლი"), ბექა ბერსენაძე ("ყაზბეგი"), კახა გაზაშვილი, გიგა მამაგულაშვილი, იაგო წაქაძე (სამივე "ჯიქი"), ზურა გოთაიძე ("თელავი"), ლევან შათირიშვილი;
წავიდნენ: ლევან ხუროშვილი ("არმია"), ნუკრი ფერსელიძე ("ბათუმი"), ბესო სარჯველაძე (შვედეთის ჩემპიონატში), ალექსანდრე აბუსელიძე, ლაშა პაპიძე, შოთა ცეცხლაძე, იური ფასეიშვილი, ილია გოგიბერიძე, დემეტრე ლობჟანიძე, გიორგი ფარტენაძე (ყველა "ქედა"), გოჩა ჯიქია, რომა დოლიძე (ორივე "ვანი"),
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.