სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის გუნდების პარალელურად, არც პირველ ლიგას არ ვივიწყებთ და შეძლებისდაგვარად, მასში მონაწილე გუნდების სატრანსფერო ამბებსაც გაგაცნობთ.
ამჯერად, თბილისის "არმიის" სატრანსფერო სიახლეებს შემოგთავაზებთ, რომელსაც გასულ სეზონში სულ ცოტა დააკლდა დიდ 10-ში დაბრუნებამდე და ბუნებრივია, რომ ეს გუნდი წელსაც პირველი ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ცვლილებები კი "არმიელთა" რიგებში ბლომად მოხდა. გუნდმა 15 ახალი მორაგბე დაიმატა, ხოლო 13 მოთამაშემ კლუბი დატოვა. ასევე აღსანიშნავია, რომ "არმიის" სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა "იუნკერების" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი ზაბახიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც კიკეთელებმა გასულ სეზონში დიდი 10-ის პლეი-ოფში ითამაშეს, რაც ამ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა.
"არმიის" სატრანსფერო სიახლეები:
მოვიდნენ: ლევან დარასელია (მესამე ხაზი, "ლოკომოტივი"), ლუკა შარიქაძე (ბურჯი, "იუნკერები"), ლადო მიმინოშვილი (ფრთა/ფულბექი, "ყოჩები"), ილია სურგულაძე (მეორე ხაზი, "არმაზი"), ლუკა კობერიძე (კვაჭი, "იუნკერები"), გიგა კორკელია (შუამარბი, "ყოჩები"), გიორგი ხარშილაძე (შუამარბი, "ყოჩები"), გივი მუმლაძე (ჰავბექი, "წიქარა"), დათო მთვარაძე (ფულბექი, "წიქარა"), მიშიკო მასხარაშვილი (მესამე ხაზი, "არესი"), გიორგი ნოდია (მესამე ხაზი, "ყოჩები"), გიორგი მექვაბიშვილი (მესამე ხაზი, "ვეფხვები"), რატი ხუციშვილი (შუამარბი, "ჯიქი"), ლევან ხუროშვილი (მგეზავი/ფულბექი, "არწივები"), დათო ბაიაშვილი (მგეზავი, "ლელო სარასენსი");
წავიდნენ: ლაშა დონაძე, ოთარ მჟავია, ბახვა კობახიძე, შოთა ღუდუშაური, ნუკრი ღუდუშაური, გიორგი ჟღენტი, ლაშა კერვალიშვილი, ვიტო კირინი, მიხეილ გორგასლიძე, შაკო დიდებულიძე, გიორგი ჩიტეიშვილი, მამუკა გურული, ვასილ ებრალიძე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.