სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ერთი კვირის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ დღეს უკვე რეალობა - "ტულუზის" ოფიციალური ვებგვერდმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი სამხრეთაფრიკელ ვარსკვლავს ჩესლინ კოლბის დაემშვიდობა, რომელიც უკვე დღეიდან ტულუზელთა მორაგბე აღარაა.
კოლბის საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა, თუმცა მხარეების შეთანხმების საფუძველზე კოლბის სამუშაო ადგილის შეცვლის საშუალება მიეცა. "ტულუზმა" მორაგბეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებებში და მისი წასვლა დიდი დანაკარგია.
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტულონის" პრეზიდენტი ბერნარდ ლემეტრი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვარსკვლავს ხელფასის სახით ყოველწლიურად 1 მილიონ ევროს გადაუხდის, რითაც კოლბი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე გახდება. როგორც იწერება, "ტულონი" კოლბის უახლოეს საათებში ოფიციალურად წარადგენს.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვარსკვლავი "ტულუზში" 2017 წელს "სტორმერსიდან" გადავიდა და 82 მატჩში 31 ლელოს გატანა მოახერხა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.