იუნკერებმა შავი ლომიდან ოთხი მორაგბე დაიმატა - კიკეთელთა სატრანსფერო სიახლეები

იუნკერებმა შავი ლომიდან ოთხი მორაგბე დაიმატა - კიკეთელთა სატრანსფერო სიახლეები

დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე, გუნდების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე საუბარს განვაგრძობთ.

ამჯერად, "იუნკერების" მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ, რომელით კიკეთელთა რიგებში მიმდინარე ზაფხულს მრავლად იყო, როგორც სამწვრთნელო შტაბში, ასევე შემადგენლობის მხრივ. წარმატებული სეზონის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა გიორგი ზაბახიძემ, რომელმაც "არმიას" მიაშურა, ხოლო კიკეთელთა მთავარი მწვრთნელი სამხრეთაფრიკელი ჟუან დე კარვალიო გახდა. გუნდი დატოვა კიდევ ერთმა მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ, რომელიც "ბათუმში" იმუშავებს. მრავალი ცვლილება მოხდა შემადგენლობის მხრივაც: გუნდი 13 მორაგბემ დატოვა, თავად კი 21 მოთამაშე დაიმატა, მათ შორის ოთხი მორაგბე "შავი ლომიდან". გარდა ამისა, მთელი რიგი მოთამაშეები დაწინაურებულნი იქნენ ახალგაზრდული გუნდებიდან. 

"იუნკერების" ტრანსფერები:

მოვიდნენ:
ვანო გელაშვილი (ბურჯი, "ვეფხვები"), ანტონ ცილიკური (კვაჭი, "ჯიქი"), თაზო კევლიშვილი (ბურჯი, "არმაზი"), ლაშა ტიტვინიძე (ბურჯი, "ჯიქი"), როლანდ კვაჭაძე (მეორე ხაზი, "ლელო სარასენსი"), არსენ მაჩალაძე (მეორე/მესამე ხაზი, "აია"), მიხეილ ლომიძე (მეორე ხაზი, "დევები"), გუჯუ ალავიძე (მეორე ხაზი, იჯარა დაუსრულდა, "აკადემია"), მიშო ჩაჩავა (მესამე ხაზი, "ჯიქი"), გურამ გოგიძე (მესამე ხაზი, "ყოჩები"), ლუკა გლუნჩაძე (მესამე ხაზი, "აკადემია"), ბექა ჭაჭუა (მესამე ხაზი, "ვეფხვები"), ვანო ბეჟანიშვილი (მესამე ხაზი, "დევები"), ირაკლი ხაბულიანი (ჰავბექი, "დევები"), საბა ეფრემიძე (უკანახაზელი, "ლელო სარასენსი"), თორნიკე ვახანია (უკანახაზელი, "ჯიქი"), გიორგი თუთბერიძე (უკანახაზელი, "აია"), ლაშა ჯაიანი (მეორე ხაზი, "შავი ლომი"), ლუკა ივანიშვილი (მესამე ხაზი, "შავი ლომი"), ლუკა მატკავა (ღერძი, "შავი ლომი"), სანდრო სვანიძე (უკანახაზელი, "შავი ლომი");

წავიდნენ: ლევან გომიაშვილი (ბურჯი, "ყაზბეგი"), ლაშა საჯაია (კვაჭი, "ყოჩები"), ლუკა კობერიძე (კვაჭი, "არმია"), ლუკა შარიქაძე (ბურჯი, "არმია"), არსენ ტრაპაიძე (მეორე ხაზი, "ყაზბეგი"), გიორგი მოსულიშვილი (მეორე ხაზი, "ლოკომოტივი"), გიორგი მჭედლიშვილი (მესამე ხაზი, "ყოჩები"), გიორგი კურტანიძე (მესამე ხაზი, "აია"), გუგა შენგელია (მესამე ხაზი, "ბათუმი"), ალექსანდრე ზაბახიძე (ჰავბექი, "არმია"), სერგი ჩხაიძე (მგეზავი/შუამარბი, "ყოჩები"), რეზი ხარაზიშვილი (მგეზავი/ფულბექი, "ლოკომოტივი"), რამაზ ხარაზიშვილი (ფრთა, "ლოკომოტივი");

ჭაბუკთა გუნდიდან დაწინაურდნენ: გიორგი ჯიშკარიანი, გუგა ღვინიაშვილი, გიორგი სისვაძე, გიორგი ქენქაძე (პირველი ხაზი), გიორგი კირაკოზაშვილი, გიორგი ტაბატაძე, მალხაზ ფირანიშვილი (მეორე/მესამე ხაზი), რეზი ბორაშვილი, ავთო ნიკოლაძე, ლევან ლაბაძე (მესამე ხაზი), დავით თათხაშვილი (ჰავბექი), დავით იმნაძე (მგეზავი), თენგო სკამკოჩაშვილი (შუამარბი), გუგა ქავთარაძე, გიორგი ბერბიჭაშვილი, ბაჩო ნემსიწვერაძე, ლუკა ჩუტკერაშვილი, ნიკოლოზ ალექსანდრია, გიორგი ღვინჯილია (უკანახაზელები).



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"